გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალგაზრდობის სააგენტო ახალციხის მუნიციპალიტეტს ეწვია

15-07-2020

ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

რეგიუნული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს, 15 ივლისს, ახალციხის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გურამ მელიქიძეს და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხლემძღვანელს გიორგი მიქელაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც ამ მიმართულებითაა განსახორციელებელი, მათ შორის მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზიასთან დაკავშირებული საკითხები. 

„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ განვითარება გულისხმობს, რომ 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი.

ამ მიმართულებით ახალგაზრდობის სააგენტომ საპილოტე მუნიციპალიტეტებთან თანამშროლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა. 

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031