15-07-2020
ის ქმნის უნიკალურ ინფრასტრუქტურას ქვეყანაში, რომელიც თაობებს დარჩება - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშძე დენდროლოგიური პარკის გახსნას.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ათწლეულებია საქართველოში მრავალი მიმართულებით ახორციელებს ქველმოქმედებას
„დღეიდან საქართველოს ახალი უფასო წალკოტი აქვს. მორიგი საჩუქარი ივანიშვილების ოჯახისგან. ეს ის დენდროლოგიური პარკია, რომელიც ბოროტი ნაცოპოზიციისა და მათი მარიონეტი მედიის განცხადებით, "ივანიშვილის კერძო, შემოღობილ ეზოში" უნდა ყოფილიყო და რომლის გამოც ქვეყანა "დაინგრა და გადახმა". საბოლოოდ კი, ნაცოპოზიციის დახატული აპოკალიპტური სურათის ნაცვლად, დღეს ხალხმა ეს უნიკალური და ულამაზესი დენდროპარკი იხილა. (ბადრი ვადაჭკორიას ფოტოებიც).
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი ათწლეულებია საქართველოში მრავალი მიმართულებით ახორციელებს ქველმოქმედებას და ის არა მხოლოდ მილიარდებს ხარჯავს (3 მლრდ დოლარი) საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ ამ დიდი ქველმოქმედებით ქმნის უნიკალურ ინფრასტრუქტურას ქვეყანაში, რომელიც თაობებს დარჩება.
შეკვეთილის უფასო დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთი ლამაზი სავიზიტო ბარათი ხდება.
ინფორმაციისთვის:
• 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.
• დენდროპარკი პირობითად ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ხეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება;
• დანარჩენ 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.
• ასევე, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. ამ სახეობათა უმრავლესობა გადაშენების პირასაა. მთელ რიგ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეს ფრინველები წითელი წიგნის ნუსხაში ჰყავთ შეყვანილი” - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.