15-07-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 1004
დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 873 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5640 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 244 ადამიანი რჩება.