გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორმა სატარიფო ან დაშვების რეგულაციის დარღვევით შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება მომხმარებლებზე, რასაც ვერ დავუშვებთ

16-07-2020

სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ წილებისა და აქტივების კომუნიკაციების კომისიის ნებართვის გარეშე გასხვისება, ბაზარზე თავისუფალი დაშვება და სატარიფო რეგულაცია, ამ საკითხების დარღვევას თავისი უარყოფითი გავლენა შეიძლება მოჰყვეს ბაზარზე - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა აცხადებს.


მისი განმარტებით, კონცენტრაციის დარღვევას ანუ ბენეფიციარის აქტივების გასხვისებას ან შერწყმას, ბაზარზე შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილება მოჰყვეს, რისი დაშვებაც სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს.


„მაგალითად, 2 მსხვილი ოპერატორი, რომ გაერთიანდეს ან ერთმა ბენეფიციარმა 2 ან 3 ოპერატორი შეაერთოს და ერთი პოლიტიკა განახორციელოს. ეს რა თქმა უნდა ნეგატიური მოვლენაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, იმიტომ რომ კონკურენციას დაასუსტებს და ეს უარყოფითად აისახება როგორც თვითონ ბაზარზე, ასევე საბოლოო ჯამში მომხმარებელზე, რადგანაც მომხმარებლისთვის ალტერნატივა აღარ იქნება. ასევე არის თავისუფალი დაშვების ინფრასტრუქტურაზე ვალდებულებეის შეუსრულებლობა და განსაკუთრებით სატარიფო რეგულაციის შეუსრულებლობა, იმიტომ რომ, არ არის მარტივად ჩანაცვლებადი ტელესაკომუნიკაციო მსხვილი კომპანიების სერვისები. შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი ძალა გააჩნიათ, რაც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორმა სატარიფო ან დაშვების რეგულაციის დარღვევით შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება და ისევ და ისევ მომხმარებლების ინტერესები დააზიანოს, რასაც ვერ დავუშვებთ. ამიტომაც ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა შესაძლოა მოჰყვეს ამ 3 პირობის არშესრულებას“- აღნიშნა კახა ბექაურმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ .

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930