16-07-2020
„თელია სონერა“ რეგიონიდან რეალურად შუა აზიის ერთერთ ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამო გავიდა“ - განაცხარა ტვ „იმედის“ თოქშოუში „ღია ეთერი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.
მისი თქმით, „თელია სონერას“ ბაზრიდან გასვლის პარლამენტში გაჟღერებული მიზეზი აბსოლუტურად მოგონილია და ამ თემაზე გაღიზიანება როგორც ჩანს, სხვა თემიდან მოდიოდა.
მისივე თქმით, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად მოწერა წერილი „თელია-სონერას“ პრეზიდენტმა, ქვეყანაში ასევე ჩამოსული იყო ვიცე-პრეზიდენტიც, რომელმაც ბოდიში მოიხადა ქვეყნიდან გასვლის გამო.
„მე ავხსენი ეს მიზეზები. გაღიზიანება სხვა რამეებისგან მოდიოდა როგორც ჩანს და ესეც აბსოლუტურად მოგონილია, რადგან საჯაროა ეს ინფორაცია, რომ თელიასონერამ რეგიონიდან წასვლა შუა აზიაში, ერთერთ ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამო გადაწყვიტა. ამ რეგიონში „თელიასონერა“ წარმოდგენილი იყო უზბეკეთში, ყაზახეთში, ნეპალში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვაში , ბევრ ქვეყანაში. საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად მოგვწერა პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტიც იყო ჩამოსული. მან ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საქართველოდან გასვლა მოუწიათ, რადგან მათთვის ძალიან მიმზიდველი იყო ქართული ბაზარი. თავად ამბობდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთერთი საუკეთესოა ევროპაში და საქართველოდან არ უნდოდათ გასვლა, მაგრამ იძულებული იყვნენ, რადგან ფაქტობრივად მათ თავისი საკუთარი სტრუქტურული ერთეული და რეგიონალური ოფისი დახურეს, იმიტომ, რომ რეგიონიდან გავიდნენ და გაყიდეს ბიზნესები, ამიტომ, მათ რეგიონალური ოფისის ერთი ქვეყნისთვის შენარჩუნება არ უღირდათ. მხოლოდ ეს იყო, თიორემ საქართველო მათთვის მიმზიდველი გარემო იყო და ამას აფიქსირებდნენ“- განაცხადა კახა ბექაურმა.