გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა

16-07-2020

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა გვიან ღამით სომხეთის ტერიტორიაზე დივერსანტთა ჯგუფის გადასხმა კიდევ ერთხელ სცადა და აიგეპარისა და მოვსესის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

ოფიციალური ბაქო კი აზერბაიჯანული სოფლების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930