16-07-2020
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ოფიციალური Facebook-გვერდი გატეხეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ როგორც ერთადერთმა, შემთხვევით შემორჩენილმა ადმინისტრატორმა ნახა, გვერდი წაშლილია რუსული ექაუნთით.
კეკელიძის განცხადებით, ის უახლოეს დროში მიმართავს შსს-სა და Facebook-ის ადმინისტრაციას.