16-07-2020
კომპანია „მაგთიკომის“ წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ 90-იანი წლების შემდეგ ბიზნესი და სახელმწიფოს პოზიცია ისე არასდროს დაახლოებულა, როგორც “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვების დროს.
ირაკლი რუხაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების მეორე მოსმენისას რომან კაკულიას ღია და ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ასე ეფექტურად ვიმუშავეთ. მე 90იანი წლებიდან ბიზნეს საქმიანობას ვეწევი საქართველოში და პირველადაა, რომ ასე ღიად და ეფექტურად მოახერხეთ, რომ დაგეახლოებინათ სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ინტერესები. მადლობა ამისთვის.“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.