16-07-2020
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილენ გიორგი მაქარაშვილმა, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
1. სოფელ ღებში- საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი - ი/მ ვახტანგ ბუაძე.
ჯამური ღირებულება - 72209,98 ლარი.
დაფინანსების წყარო - 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. სოფელ ჭიორაში - საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი - შპს „ ურიში“
ჯამური ღირებულება -94999,8 ლარი.
დაფინანსების წყარო - 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. სოფელ სხანარში - სასმელი წყლის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი - ი/მ თამაზ მაისურაძე
ჯამური ღირებულება - 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
4. სოფელ ქვედრულაზე - დასასვენებელი სპორტული სავარჯიშო მოედნის მოწყობა.
შემსრულებელი - ი/მ მირიან მეტრეველი.
ჯამური ღირებულება - 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.