16-07-2020
სოფელ გამდლისწყაროში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა სს „სპეცჰიდრომშენმა“ წყლის ბურღვითი სამუშაოები ჩაატარა და ამჟამდ 150 მ3 ტევადობის რკინაბეტონის რეზერვუარის მშენებლობას ახორციელებს.
სოფელში მცხოვრები 50 ოჯახი დღემდე სოფლის ცენტრში მდებარე ერთი საუბნო წყაროთი და 2 საოჯახო ჭით სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ კი ყველა ოჯახი სასმელი წყლთ იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოების ღირებულება 308 175 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.