გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე Unicef-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

16-07-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემუს გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

გაეროს ბავშვთა ფონდი ჩაერთვება ე.წ. „ოცნების ქალაქის“ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც განიხილავს კრიტერიუმებს მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით.

შეხვედრაზე განიხილეს Unicef-ის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, რომელთა შედეგადაც აჭარა თანამედროვე ჯანდაცვის სერვისებით ისარგებლებს.

დღესვე ღასან ხალილი კლინიკა ,,მედინას”ეწვია, სადაც ორსულთათვის დისტანციური ანტენატალური ზრუნვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც აჭარაში დღეიდან დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031