16-07-2020
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკურ ღირებულებებზე, ყოფილ თანაპარტიელებზე, და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ძალა ერთობაშია“-ს გამოეყოფა და დამოუკიდებლად მიიღებს 2020 არჩევნებში მონაწილეობას, ჩარკვიანის თქმით ამ საკითხზე ბოლომდე არ ჩამოყალიბებულან.
მისი თქმით, თუ ნაციონალური მოძრაობა აღარ გამოჩნდება შეხვედრაზე, ეს ნიშნავს რომ „ძალა ერთობაშია“ დაიშალა.
„ამ საკითხზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, ჩვენ გვთხოვეს დრო. ეს დრო მოითხოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. უკვე რამდენჯერმე არ მოვიდნენ შეხვედრაზე.
ალბათ ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, მაგრამ დრო გადის. უკვე ვთქვით, რომ თუ „ძალა ერთობაშია“-ს შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ არ მოვა, ეს ნიშნავს დაშლას.“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.