გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სამართლიანობის პრინციპების დათმობა მოგვიწიოს

16-07-2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, შესაძლოა, სამართლიანობის გარკვეულ პრინციპზე დათმობა მოხდეს - აღნიშნული განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში" უცხოელ და ქართველ ვიზიტორებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე საუბრისას გააკეთა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უცხოელ ბიზნესვიზიტორებთან შედარებით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე მეტი რისკის შემცველია და სწორედ ამიტომ ვრცელდება მასზე 14 დღიანი საკარანტინო რეჟიმი.

"ბიზნეს ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ და რომლებსაც  ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ყოველ 72 საათში განაახლონ თავისი ტესტი მონაცემები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ერთის მხრივ მივცეთ ბიზნესს განვითარების საშუალება და არ შევზღუდოთ ბიზნეს ვიზიტორები და მეორეს მხრივ გვქონდეს ეპიდემიოლოგიურად სრული მონაცემები.

ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიზნესვიზიტორები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ყოველ 72 საათში გაიკეთებენ ტესტირებას, საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, ეს შეიძლება მეტად ხარჯიანი აღმოჩნდეს, ასევე კომუნიკაციის და დისტანცირების ხარისხი არის სხვადასხვა საქართველოს მოქალაქისა და ბიზნესვიზიტორის. ბიზნესვიზიტორზე გვაქვს მეტი ინფორმაცია, თუ რომელ სოციალურ გარემოში ურთიერთობს ის. საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ რისკები არის ბევრად უფრო დიდი,  საქართველოში ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ, მათ ნათესავებთან უწევთ კომუნიკაცია. გეთანხმებით, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს არასამართლიანად, მაგრამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე რომელიც დღეს მსოფლიოშია, ჩვენ შეიძლება გარკვეულ სამართლიანობის პრინციპზე მოგვიწიოს დათმობების გაკეთება, იმისათვის, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში იყოს მართული და კონტროლირებადი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930