გაიგე განსხვავებული

კვირა, ნოემბერი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანას აქვს შანსი, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, გარკვეული რაოდენობა საქართველოსთვისაც გამოიყოს

16-07-2020

"დღის კურიერის" ეთერში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაწყებულია მედპერსონალის გადამზადება და კლინიკების გადაიარაღება.

ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის  ვაქცინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვაქცინა დამზადდება და დადასტურდება, რომ უსაფრთხო და შედეგიანია, საქართველოს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა აუცილებლად ექნება.

"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ ვაძლიერებთ კონტროლს ჰოსპიტალურ ქსელებზე. პაციენტის მიღება უნდა იყოს უსაფრთხო, როგორც პაციენტებისთვის, ასევე იქ მყოფი თანამშრომლებისთვის. რეგულაციების დაცვა და შემდეგ ამის გადამოწმება სპეციალური სამსახურისგან, რამდენად არის კლინიკა მზად პაციენტების მისაღებად.

სრულად არის შესწავლილი, რამდენი სუნთქვის აპარატი უნდა იყოს და როგორ უნდა გადანაწილდეს. ხდება კლინიკების გადაიარაღება.

რაც შეეხება ვაქცინას, ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული სიახლე არ არის. ჩვენ სოლიდარობის კვლევაში ვართ ჩართული, საქართველოს კი, ეს უზრდის შანსს, რომ საქართველო იყოს იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებისთვისაც ვაქცინის გარკვეული რაოდენობა იქნება გამოყოფილი.,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930