გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ გაბუნია: სოლიდარობის კვლევაში ჩასართავად, ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტები არ არიან

16-07-2020

დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ. „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტების დონეზე საქართველოში ჯერ არ დაწყებულა, ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა.

„ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევრები ჩამოყალიბდებიან იმ პროტოკოლზე, რითაც ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამას გავიზიარებთ. ჯერჯერობით წამალი არის, მაგრამ კვლევაში აქტიური პაციენტები ჩართულები არ არიან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოლიდარობის კვლევასთან დაკავშირებით, ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება; ქვეყანაში სამი ჯგუფისთვის მედიკამენტები ჩამოვიდა, თუმცა უკვე კვლევის პროტოკოლიდან გაქრა.

„გარკვეული დალაგება სჭირდება ამ სიტუაციას, ვიდრე რეალურად გაეშვება „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტის დონეზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930