გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: რუსეთის რიტორიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია და მაღალ პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი

16-07-2020

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მცდელობა, რომ რუსეთისადმი რაღაცა საფრთხის ილუზია შექმნას იმით, რასაც თავად საყოფაცხოვრებო გადაცდომებად მოიხსენიებდა ხოლმე. მნიშვნელოვნად შეცვლილია რიტორიკა და მაღალ პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი.

აქედან გამომდინარე, შემაშფოთებელია, როცა ოკუპანტი, თავად საერთაშორისო კანონების დამრღვევი მხარე, ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. საოკუპაციო ხაზის დარღვევას, რასაც ადრე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა. იგი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებას რუსეთის წინააღმდეგ განიხილავს. ეს არის მცდელობა, რომ შიდა სერიოზული პრობლემები გარეთ გამოიტანოს და რუსეთისადმი რაღაცა საფრთხის ილუზია შექმნას იმით, რომ ვთქვათ, მონადირე დააკავეს დაღესტანში და საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა ადამიანმა. ეს განცხადებები ზედ ერთვის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განცხადებებს. ანუ პოლიტიკურ ასპექტებზე მიუთითებს მაშინ, როდესაც ეს თემები ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო გადაცდომებად ჰქონდა ადრე მოხსენიებული. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მართებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებს: აშშ-ს, ევროკავშირს და ა. შ. საკმაოდ სერიოზული დიპლომატიური აქციებია საჭირო ამასთან დაკავშირებით", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთმა საქართველო პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930