გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

17-07-2020

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney-მ საქართველოს ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა. ბანკმა ჯილდო 2019 წელს ნაჩვენები ფინანსური სტაბილურობისთვის, არჩეული სტრატეგიისა და მუდმივად განახლებადი ციფრული შესაძლებლობებისთვის მიიღო.

„მოხარული ვართ, რომ EuroMoney-ს პრესტიჟული ჯილდო უკვე მერვედ მივიღეთ. 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოს ბანკის მთელი გუნდის დაუღალავი შრომის აღიარებაა, იმ გუნდის, რომელიც ყოველდღიურად თავდაუზოგავად მუშაობს, არ ჩერდება და ცდილობს შექმნას უკეთესი საქართველო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბანკი ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას, ნერგავს ინოვაციებს, ყოველდღიურ რეჟიმში აუმჯობესებს ციფრულ არხებს და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტსა თუ სერვისს სთავაზობს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

EuroMoney -ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება. ის მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას და საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930