გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 12 000-ს გადააჭარბა

17-07-2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 759 203-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 186 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 12 123-ს აღწევს. ამასთან, 539 373 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930