გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პუტინმა სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმების ბრძანება გასცა

17-07-2020

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, სამხრეთისა და დასავლეთის ოლქების სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმება გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

სპონტანურ შემოწმებას ცენტრალური დაქვემდებარების ცალკეული სამხედრო ნაწილები, საჰაერო ხომალდები და საზღვაო კორპუსი გაივლის.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილების თანახმად, შემოწმება ხორციელდება სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ჯარებში, ცენტრალური დაქვემდებარების ინდივიდუალურ წარმონაქმნებში, საჰაერო ხომალდების ნაწილსა და ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტებში“,- აღნიშნულია მოხსენებაში.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმება ამ რეგიონებში შესაძლებლობების შესაფასებლად და „კავკასია 2020“ წვრთნებისთვის მოსამზადებლად ხორციელდება.

თვადაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ჯამში სპონტანურ შემოწმებაში 149 755 სამხედრო, 26 820 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, 414 თვითმფრინავი და 106 ხომალდი ჩაერთვება.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930