გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მედიის ინფორმაციით, კალიფორნიაში, კომპანია YouTube-ის შტაბ-ბინაში სროლა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნასიმ აღდამმა მოაწყო

4-04-2018

კალიფორნიაში, კომპანია YouTube-ის შტაბ-ბინაში სროლა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნასიმ აღდამმა მოაწყო. ამის შესახებ გამოცემა San Francisco Chronicle პოლიციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნასიმ აღდამს შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა და თავსაბურავი ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღდამს კომპანია YouTube-თან კავშირი არ ჰქონია.

გუშინ კალიფორნიის ქალაქ სან-ბრუნოში, კომპანია YouTube-ის შენობაში სროლა მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ქალი მარტო მოქმედებდა. გარკვეული დროის შემდეგ ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

სროლის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. სამი დაშავებული ჰოსპიტალიზირებულია, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება. წინასწარი მონაცემებით, სროლის მიზეზი ყოფითი კონფლიქტი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031