17-07-2020
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლანა აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან ერთად ფოთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმ შესაძლო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.