17-07-2020
"რაც გუშინ მასმედიაში ღამურაზე გაჟღერდა, მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომგვრელია და იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, რომ ამაზე კომენტარიც არ შეიძლება გაკეთდეს. ადამიანი თურმე წავიდა, რათა იქ ღამურა დაეჭირა და მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს" , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში არიან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ღამურებზე მუშაობენ და ამაში დასამალი არაფერია.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ივლისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი მათ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ.სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მაღლაკელიძე ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.