გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ მახარობლიძე: ზოგიერთი ადამიანი თუ მედია ცდილობს, გაუსაძლის პირობებში ამყოფონ ოჯახი, ყოველდღე მოუკლან შვილი

18-07-2020

იურისტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს და რამდენიმე მედიასაშუალების მიმართ გიორგი შაქარაშვილის დედის მიმართვას ეხმიანება.

მისი თქმით, იქამდე მიიყვანეს შვილმკვდარი დედა, რომ იძულებული გახდა, ბოლო ძალები მოეკრიბა და განცხადება დაეწერა.

,,ამ საქმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, თუმცა, ზოგიერთი ადამიანისა თუ მედია საშუალების ქმედება ყველანაირ ზღვარს გაცდა. ასეთი ტრაგედიის შემდეგ, ცდილობენ, გაუსაძლირ პირობებში ამყოფონ ოჯახი, ყოველდღე მოუკლან შვილი. ბევრ ადამიანს ეწყინა გიორგის სიკვდილი, თუმცა, მშობლის განცდას ვერაფერი შეედრება. იქამდე მიიყვანეს შვილმკვდარი დედა, რომ იძულებული გახდა, ბოლო ძალები მოეკრიბა და განცხადება დაეწერა. კარგად წაიკითხეთ და შეეშვით ,,გულშემატკივრები“ ამ ოჯახს. თანაგრძნობა თამუნას“,- წერს თამარ მახარობლიძე

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031