გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

19-07-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელერქტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების II,V კვარტლების, ლილოს დასახლების, ღლონტის, იგორ ტყემალაძის, ორახელაშვილის, ფრანგულიანის, კამოს, ათონელის, ფურცელაძის, ორბელიანის, ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ვეკუას, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ჩაჩავას, გიორგი ტერევერკოს, სანაპიროს და სულხანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიდუბის დასახლების, დეპოს, თევდორე მღვდლის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, სტანისლავსკის, ფარეხის დაალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 18 საათამდე რესპუბლიკის მოედნის (ნაწილობრივ), ვეკუას, ფურცელაძის, მაჭავარიანის, სულხანიშვილის, ასათიანის, ბარათაშვილის, ორბელიანის, გუდიაშვილის, საქანელას, სანაპიროს დათაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 15 საათიდან 17 საათამდე ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძის და ურიდიას ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ფონიჭალის დასახლების, დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლები.

"თელასის" ინფორმაციითვე, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და ვაზისუბნის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩის მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 13:30 საათამდე კი ლიხაურის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031