20-07-2020
"დღეს, ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და ამავე დროს გამოცდილი გუნდი სჭირდება. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.
დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი, ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარების წარდგენაზე განაცხადა.
ივანიშვილმა ხალხს გაერთიანებისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"მოდით,
კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა!
კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ!
კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია!
კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ!
კვლავ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!", - აღნიშნა ივანიშვილმა.