გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე - კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე

20-07-2020

„პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოდის ხელისუფლებაზე და ამას არავინ გაურბის, თუმცა პასუხისმგებლობის აღებას აქვს სადღაც ზღვარი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე - რადიკალური და უფრო მეტიც, კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას, კერძოდ, პარტიულ სუბიექტებს, უფლება აქვთ ლეგიტიმაციის ფარგლებში, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ისაუბრონ რაც უნდათ, თუმცა, ისინი ძალიან ხშირად, 90 %-ის შემთხვევაში მიმართავენ ტყუილს, სიბინძურეს, დაბრალებას, სპეკულაციას, იმგვარ დაბრალებას, რაც არანაირი მორალში არ ჯდება.

„ჩვენ საკადრისს პასუხს კი გავცემთ მათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვეცდებით ვილაპარაკოთ მომავალზე, ვილაპარაკოთ განვითარებაზე, მეტ დინამიკაზე, ხვალინდელ დღეზე, რას ვპირდებით ჩვენს მოხუცებს, ახალგაზრდებს, რას ვაპირებთ განათლების რეფორმის კუთხით, დეოკუპაციის გზაზე, ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით და ა.შ. სწორედ, ამისკენ იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანია მიმართული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031