21-07-2020
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი იმპორტირებულია-მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მისივე თქმით, ორი შემთხვევის წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევევი მიმდინარეობს.
"საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი გახლავთ, 3 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო დანარჩენი 2 კი, საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა. 2 პაციენტზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს პირველწყაროს დასადგენად," - განაცხადა ეზუგბაიამ.