გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: გარდაბანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარების შემდეგ მივიღებთ

21-07-2020


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი და ზოგადად, რა ზომების გატარება გახდება საჭირო აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, ამის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარების შემდეგ იქნება მიღებული.


"ჩვენ ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა მიდგომები იქნება გარდაბანთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, ჩვენ დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მარნეულში",-განაცხადა ტიკარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031