22-07-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 1073
დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 907 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5692 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 275 ადამიანი რჩება.