გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

22-07-2020


ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია-ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი კი გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილი შემთხვევაა. მისვე თქმით, ახალი დაინფიცირებულებიდან ორი შემთხვევის წყარო ჯერჯორობით უცნობია, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.


"დაგვემატა 24 ახალი შემთხვევა და გვყავს 1073 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა და გვყავს 907. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობას 188 პაციენტი განაგრძობს.

24 პაციენტის კონფიგურაცია ასეთი გახლავთ - 5 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული. ისინი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, 5 შემთხვევა გახლავთ დაავადებულებთან კონტაქტები, 10 შემთხვევა გახლავთ გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილი პირებში დადასტურებული შემთხვევა და ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხდება კონტაქტირებულების კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით",-განაცხადა ეზუგბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930