22-07-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350 ნიმუშიდან ათი დადებითი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, იქ ინფექცია მძვინვარებს. გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მედპერსონალთან ითანამშრომლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციის გატანის თავიდან ასაცილებლად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ჩაკეტვა აუცილებელი გახდება.
"გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან მოსახლეონის უმრავლესობა სხვადასხვა ბაზარზე მუშაობს. ესენია:რუსთავის, ლილოს, თბილისაის ბაზრობა. ამიტომ ინფექციის გატანის რისკი მაღალია. სამწუხაროდ, მოსახლეობა შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს. გუშინ, მიუხედავდ იმისა, რომ ადგილზე ექვსი ბრიგადა მუშაობდა, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, მაშინ როცა ექვსი ბრიგადის მიერ საშუალო რაოდენობა 700-დან 1000 ნიმუშამდეა. 350 ნიმუშიდან ათი დადებითი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს. მოვუწოდებ მოსახლეობას, სამედიცინო პერსონალთან ითანამშრომლონ. თუ დამყოლობა არ იქნება სოფლის მოსახლეობის მხრიდან და არ მოგვეცემა საშუალება დასახლებაში ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოოთ, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა იქნება",-განაცხადა გამყრელიძემ.