22-07-2020
22 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "დაგი", შპს „ კაპიტალი“, შპს , შპს „ რაჭა 2005“, შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის" , წარმომადგენლებთან , ასევე ი/მ რუბენ ლუტიძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს ბარი - მრავალძლის და სოფელ ღების გზების რეაბილიტაციის საკითხები, ისაუბრეს სოფელ პიპილეთში საჯარო სკოლის რებილიტაციის შესახებ , სოფელ ლაგვანთაში მდინარე საკაურაზე კალაპოტის ფორმირებასა და დამცავი ლოდნარი ჯებირის მოწყობის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა საყურადღებო საკითხებზე, ერთერთ მეწარმეს მიეცა გაფრთხილება და კონკრეტული ვადა გეგმა - გრაფიკთან ჩამორჩენის დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად,
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.