22-07-2020
ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მეუღლემ დაჭრილი იპოვა, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა).