გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ინფიცირების შემთხვევების მატება გარდაუვალი იყო

22-07-2020


"მძიმე პაციენტი გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მას გულის უკმარისობა აქვს, მძიმე პნევმონია, მაგრამ ამ პაციენტის ყველაზე კრიტიკულმა დღეებმა გაიარა და იმედი გვაქვს, გადარჩება და ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა კოვიდის ეპიდემიის დასაწყისიდან მოყოლებული- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მცხეთის კლინიკაში ყოფნისას განაცხადა.
მისვე თქმით, საქართველოში ინფექციის შემთხვევების ზრდა გარდაუვალი იყო, რადგან ისეთი ქვეყნების გარემოცვაში ვართ, სადაც ინფექცია მძვინვარებს. როგორც ცერცვაძე ამბობს,  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლირებადი იყოს და საქართველო ინფექციას ისე დაძლევს,  სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას არ დაუშვებს.
"მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ინფექციის მეორე ტალღა დაიწყო და ახალი შრმთხვევების რაოდენობა მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება, საქართველო ჯერჯერობით ბედნიერი გამონაკლისი რჩება. მძიმე მდგომარეობაა რუსეთში, სომხეში, აზერბაიჯანში, თურქეთში,ყაზახეთში, უკრაინაში და ა.შ. , მაგრამ ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევებმა საქართველოშიც მოიმატა, თუმცა ეს გარდაუვალი იყო. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში ვართ, სადაც ინფექციის პიკია , სადაც ყოველდღე 500-600 შემთხვევა დასტურდება, საქართველომ რაც უნდა ზომები მიიღოს, მთლიანად იზოლირებული ამ ქვეყნებისგან ვერ იქნება. ძირითადად ინფექცია ტრაილერის მძღოლებს შემოაქვს, რომლებიც არ შეიძლება არ შემოუშვა, რადგან სატვირთო გადაზიდვები აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლები მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, მაინც ვრცელდება ინფექცია. დღეს საქართველოში ცხელი წერტილი გარდაბანია. მთავრობა მყისიერ ზომებს იღებს, გარდაბნის სოფლების მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყო. მსოფლიოს მასშტაბით საქართველოში ვირუსის მცირე მატებაა. ასეთ მცირე მატებებს საქართველო დაძლევს ისე, რომ სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას არ დაუშვებს",-განაცხადა ცერცვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930