გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

22-07-2020

ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში  მეუღლემ დაჭრილი იპოვა, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ის თემქაზე "ჯერასრის" კლინიკაშია გადაყვანილი.

"პაციენტი გადმოყვანილია ახალციხის რეფერალური საავადმყოფოდან. შემოსვლისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. გამოხატულია ღრმა კომატოზური მდგომარეობა. სახეზეა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. მას აღენიშნება თავის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის შეშუპებ", - ამის შესახებ გოგოჭურის მკურნალმა ექიმმა განაცხადა.

გოგრიჭიანის ახლობლებმა არ იციან რა მოხდა შემთხვევის ადგილზე.


"გაოგნებულები ვართ, უკეთილშობილესი ბიჭია. ამბავს ცოლი შეესწრო და არ ვიცით ჯერ სხვა არაფერი, ექიმები გვეუბნებიან რომ უიმედო მდგომარეობაა ", - განაცხადა ბექა გოგრიჭიანის ბიძაშვილმა.

საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930