გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: მივესალმები ფრონტერასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

23-07-2020

„ვფიქრობ, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება იყო საკმაოდ პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ნამდვილად მივესალმები“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო კლიმატი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე თითოეული ინვესტორისთვის და ამ ფაქტმაც ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ერთ წარმომადგენელშიც არ უნდა გააჩინოს გარკვეული ინტერპრეტაციის საშულება, ამიტომ ცალსახად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031