გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

23-07-2020

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. თეთრიწყაროს ტყეში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ვერსია ჯერ კიდევ არ არსებობს.

განცხადება არ გაუკეთებია საგამოძიებო უწყებას, ოჯახი კი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

ბაჩალიაშვილები მომხდარს თამარის საქმიანობას უკავშირებენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031