გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება

23-07-2020

პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება- ამის შესახებ ცენტარლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განცხადა. მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს და უწყება საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.


"საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვლმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახისწევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერების ჩანაწერები. გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუსაობს და აღნიშნულ სამქესთან დაკავშირებით საზოგადიოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით"-განაცხადა ჭელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031