23-07-2020
"პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური", - ამის შესახებ ცენტარლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.
მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს და უწყება საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.