გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ჭელიძე: გამოძიების მთავარი ინტერესი და საგანი არის კითხვებზე პასუხის გაცემა

23-07-2020

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების კვალიფიკაციის შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება კვალიფიკაციის ნაწილს, გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ამ ეტაპზე, გამოძიება გრძელდება ამ კვალიფიკაციით და საგამოძიებო მოქმედებების და გამოძიების მთავარი ინტერესი და საგანი, როგორც წესი, ასეთ დროს არის კითხვებზე პასუხის გაცემა. ბუნებრივია, მესმის თქვენი და საზოგადოების ინტერესიც, გამოძიება ზუსტად ამ მიზნით მუშაობს. თვითმკვლელობის ვერსიაც რომ არსებობდეს, თვითმკვლელობასაც აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია, შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე უბრალოდ მიიყვანოს გარკვეულმა პირობებმა, გარკვეულმა პირებმა, ამიტომ, კვალიფიკაციის შემხებლობა საგამოძიებო მოქმედების არეალთან, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებამ სრული სიზუსტით გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების გარკვეული შემხებლობა გარდაცვალებასთან“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930