გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩალიაშვილის ბიძა: უსიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, გვითხრეს, რომ ჩასასვენებელი არ გავხსნათ

23-07-2020

„გამოძიება გაჭიანურდა დროში, გვაინტერესებს რატომ“, - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაჩალიაშვილის ბიძის თქმით, ოჯახი როგორც სამხარაულის, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

„შაბათს დილით მოხდა ეს შემთხვევა, იმავე საღამოს პოლიციაში დაფიქსირდა განაცხადი, რომ გოგონა დაიკარგა. კვირას ჩვენი ძალებით შევუდექით მუშაობას. იმ ტერიტორიაზე, სადაც თამუნას მანქანა აღმოაჩინეს, მთელი კვირის განმავლობაში დავდიოდით ამ გზაზე. იმ ზონაზე სადაც მანქანა დაფიქსირდა, არის გაშლილ ტრიალ მინდორზე და შემდეგ იწყება ტყე. კვირა დღეს გავესაუბრეთ მწყემსებს. კვირას, რომ დრონები გაეშვათ, იმ დღესვე დაფიქსირდებოდა მანქანა, რადგან არ იყო მიუვალ ადგილას. ძალიან დიდი დროა გასული, დაწყებულია ბუნებრივი პროცესი და გვითხრეს, რომ უსიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია, არ გაიხსნას ჩასასვენებელი. დაველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, ასევე დაველოდებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას, ამ ყველაფერს ერთმანეთთან შევადარებთ“, - განაცხადა ბაჩალიაშვილის ბიძამ.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლშია გადასვენებული.

ბაჩალიაშვილის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

23 წლის გარდაცვლილი გოგოს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს, თუმცა, ადვოკატის თქმით, ეს იყო სხვადასხვა შინაარსის მქონე რამდენიმე ფურცელზე გაკეთებული მინაწერი.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930