გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარი: სისტემური თანამშრომლობის გარეშე "კენ ვოლკერის" კლინიკის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა

24-07-2020

200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში საუნივერსიტეტო კლინიკასთან ერთად არის ერთობლივი მიღწევა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "კენ ვოლკერის" კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, "კენ ვოლკერის" კლინიკა სისტემური თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია.

" პირველ რიგში, მინდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას გადავუხადო მდლობა ამ მხარდაჭერისთვის, ეს ყველაფერი ამ შესანიშნავი სისტემური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. იყო კომპეტენცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და "ემორის" უნივერსიტეტიდან, იყო ქართული ბიზნესის მხარდაჭერა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერა",-განაცახდა გახარიამ.

როგორც გახარია ამბობს, სარეაბილიტაციო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების პირების ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე სრულად იქნება ორიენტირებული.

"სარეაბილიტაციო ცენტრი სრულად იქნება ორიენტირებული ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე შეზღუდული შესაძლებლობების პირების და ამაზე დიდი მიზანი, რომ შშმ პირები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ღირსეულ პარტნიორებად გავხადოთ, არ არსებობს. ეს არის როგორც სახელმწიფოს მიზანი, ისე ჩვენი თითოეული მოქალაქის მიზანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრი წარმატებული იყოს. გარდა იმისა, რომ კლინიკა მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პატარებს, ჩვენს შვილებს, ზრდასრულ თანამოქალაქეებს, ამას საერთაშორისო რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობაც ექნება",-აღნიშნა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930