გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახრია: მართლმსაჯულების სისტემას რეფორმირება სჭირდება

24-07-2020

"მოგეხსნებათ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ კრიზისთან და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, ეს
ყველაფერი გასაგრძელებელია. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს და კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას პოლიტიკური პროცესებისტის იყენებს.

"მე სხვა რამ ვთქვი და ინტერპრეტაცია არ უნდა შევცვალოთ. მე სხვა რამე ვთქვი და აქ ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია მაშინ, როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ, მაშინ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას, იყენებს პოლიტიკური პროცესისთვის. ვთქვი, რომ ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი დასრულებული არ არის. ეს ვუთხარი მე და გამოსწორდება. მაშინ, როდესაც გამოძიებისგან საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰყოფნის, მედიაც ამას იყენებს და შემდგომ უკვე ტრაგედიის მსხვერპლთა გამოყენება ხდება გარკვეული ვერსიების განვითარებაში. ეს გამოძიების ნაწილია. მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ არის, მსგავსი სახის პოზიციონირება ამორალურია", - განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930