24-07-2020
"არანაირი კითხვის ნიშნები გამოძიებებთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? - არასერიოზულია!", - ამის შესახებ გიორგი გახარიამ შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულებაა.