24-07-2020
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. პირიქით, ეს ჩვენს ინტერესშია, იმიტომ, რომ ამ პროცესებში, არავის, ჩვენ თვითონ ეჭვი არ გვეპარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება.
„კითხვის ნიშნები რაც არსებობს, ამასთანა კომფორტულად ვგრძნობთ თავს, იმიტომ, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს და ახლა მიხვდება, პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩვენო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესის, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.