24-07-2020
„როგორც სენატში, ასევე, კონგრესში მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაასხა ცივი წყალი ამ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ როგორმე რაღაც პრობლემა შეუქმნას საქართველოს, მათ შორის, კონგრესმენების თუ სენატორების მეშვეობით - ეს გეგმა ვერ ხორციელდება“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აშშ-ის სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებასა და სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივის ჩავარდნას.
„ცივი წყლის მეორედ გადასხმა იყო კიდევ, როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები კრიმინოგენური ვითარების თაობაზე. 50 პუნქტით გაიუმჯობესა საქართველომ ამ მხრივ მდგომარეობა და ევროპის განვითარებულ ქვეყანათა შორის მე-15 ადგილზეა. ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება ყველა განცხადება, გინდათ გომელაურის წინააღმდეგ, გინდათ თითქოსდა, უხარისხო გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით, იგივეა სიტუაცია, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის კონკრეტულ ინდიკაციებზე“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.