გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგთან მისვლა დედამ ურჩია – 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმე

24-07-2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი ოჯახმა იცოდა, რომ ახალგაზრდა გოგო ფსიქოლოგთან დადიოდა, უფრო მეტიც, ფსიქოლოგთან კონსულტაცია მას დედამ ურჩია.

 

ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მოგვაწოდა.

„რა თქმა უნდა იცოდა ოჯახმა, რომ ფსიქოლოგთან დადიოდა, ეს არაფერს ნიშნავს. ახალი დაწყებული ჰქონდა ფსიქოლოგთან სიარული, დედამისმა ურჩია“, – ამბობს ადვოკატი. 

 

ხოლო, ჩვენს კითხვაზე, რატომ შეიძლებოდა დასჭირვებოდა ახალგაზრდა გოგოს ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ხომ არ უკავშირდება ეს მის სამსახურს მიხეილ რამიშვილი ასე გვაპსუხობს:

 

„შესაძლებელია, მაგაზე ძალიან მალე, დედამისი ყველაფერზე კონკრეტულად გასცემს პასუხს“

 

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031