25-07-2020
არსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია ამ პრეპარატის და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება, – ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი, გალინა კარმუშინა თამარ ბაჩალეიშვლის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს და საკუთარ ვერსიაზე საუბრობს.
„თეორიულად მოგახსენებთ – არსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია ამ პრეპარატის და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება, ეს ჩემი აზრია, რადგან თვითმკვლელობის ინსცენირება საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პროცესია.
ინექციის დადგენა საკმაოდ რთულია, რადგან გვამი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო“, – ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი „პოლიტმეტრის“ ეთერში.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.