გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

25-07-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ივლისს, ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930