27-07-2020
ლონდონის ცენტრში, ოქსფორდ სტრითზე შიშველი ახალგაზრდა კაცმა გაიარა, რომელსაც საცვლის ნაცვლად პირბადე ეცვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გამვლელების ნაწილი მისმა გამოჩენამ გააკვირვა, ნაწილი კი გაამხიარულა.
მოგვიანებით ბრიტანულმა პრესამ გაარკვია, რომ კაცი 32 წლის ტიმ შიფია – პოპულარული ტელეშოუს Ninja Warrior UK მონაწილე და ბლოგერი.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ამით ბლოგერმა პირბადის გამოყენება გააპროტესტა.